მარნეულში 2 წლის ბავშვს სავარაუდოდ აგური დაეცა და დაიღუპა

Published:

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, სავარაუდოდ, აგურის დაცემის შედეგად, ორი წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სახლში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img