უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იქნება უმძიმესი, დავბრუნდებით იმ ეპოქაში როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში ვიდექით – ბესელია

Published:

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხე რეალურია და ეს არ არის მხოლოდ მუქარა.

ბესელიას თქმით, თუ ეს მართლა მოხდა, ქვეყნისთვის და მოქქალაქეებისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. 

დავბრუნდებით იმ ეპოქაში, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში ვიდექით – ამბობს პოლიტიკოსი. 

უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება თუ შეჩერდა, რაც უკვე გაისმა და რისი ნიშნებიც უკვე ჩანს და ეს არ არის მხოლოდ მუქარა, ეს არის ის საფრთხე, რომელიც უნდა გააანალიზონ ჩვენმა მოქალაქეებმა, ეს იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი. თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომელიც დაბრუნდება იმ ეპოქაში, ალბათ ახსოვს ეს ძალიან ბევრ ადამიანს, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში დიდხანს იდგნენ და ან იღებდნენ ან არა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img