უბედური შემთხვევის შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

Published:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img