პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

Published:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება –  შეხვედრაზე 2024 წლის არჩევნების დარღვევების გამოძიების შედეგებს განიხილავენ.

შეხვედრაზე უკვე მივიდა “სამართლინი არჩევნების” დირექტორი, ნინო დოლიძე. 

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩს ყველა იმ მტკიცებულებას გადასცემენ, რაც 26 ოქტომბერ დამკვირვებლებმა ასახეს. 

ელჩს აქვს მიწოდებული ყველა ის მტკიცებულება და შეფასებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ეს იქნება პირისპირ შეხვედრა, რათა დამატებით მივაწოდოთ სხვა დეტალები და მის შეკითხვებსაც ვუპასუხოთ, რადგან ძალიან მნიშნელოვანია, ევროკავშირის ელჩმა ყველაფერი დეტალურად იცოდეს – ეს არის მრავალჯერადი ხმის მიცემა, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, მარკირების პროცესის არ გაკეთება, დამკვირებლებისთვის უფლების შეზღუდვა, მათ შორის წინა საარჩევნო პერიოდში განხორციელებული ქმედებები, რომლებმაც გავლენა იქონია არჩევნების დღეზე: იგივე პირადობების ჩამორთმევა”- განაცხადა ნინო დოლიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img