ბუნებაში არ არსებობს ისეთი ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც არსებითად დაადასტურებს, რომ არჩევნებში რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი” – გიორგი კალანდარიშვილი

Published:

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ოპოზიციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს. იგი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ არჩევნებში რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი.

“გვესმის აბსოლუტურად კონტროვერსული, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ერთის მხრივ ხორციელდება მოთხოვნა ინსტიტუციაზე, რომ თითქოს, მან გაასაჯაროოს ინფორმაცია, რომელიც რეალურად საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება და მისი დაცვა უზრუნველყოფილი არის კანონით. მეორეს მხრივ კი ასევე უნდობლობას უცხადებენ ინსტიტუციას მის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან მიმართებაში.

ესეც არის გარკვეული პასუხი იმის თაობაზე, რეალურად არ არსებობს ბუნებაში რაიმე ისეთი ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც არსებითად დაადასტურებს იმას, რომ არჩევნებში რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი. ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლოა, ემსახურებოდეს მიზანს, რომ შეიქმნას ალიბი იმის თაობაზე, რომ შემდგომ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში შეფასდეს ეს ყველაფერი, რომ თითქოს წინასწარ ისინი ამ ყველაფერზე საუბრობდნენ”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა, გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.

“საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მოხდა დალუქვა ტექნოლოგიური საშუალებების. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ სრულ მზაობას ვადასტურებთ შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობისთვის და ყველა იმ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქმის არსებითად განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად”, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img