ხვალ ფეხბურთია – საქართველო უკრაინას ხვდება. ეროვნული ნაკრები ბათუმში უკვე გაემგზავრა. გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. გაიმართება ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.
ზურიკო დაბითაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა მატჩის წინ კომენტარი გაათეს:
“ვემზადებით, ვვარჯიშობთ, გეგმებს ვსახავთ და იმედია, რომ ეს ყველაფერი გამოგვივა, გადავიტანთ თამაშზე ამ ყველაფერს და ჩვენს სასიკეთოდ დავასრულებთ ორივე თამაშს. დიდი ხანია, ბათუმში არ მითამაშია, ძალიან მაგარი გარემოა ყოველთვის, ძალიან მაგარი სტადიონია, კარგი ატმოსფერო იქმნება ხოლმე და ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდზე იქნება მთელი თამაშის განმავლობაში”, – აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი, ზურიკო დავითაშვილი.
“გაცნობიერებული გვაქვს რა მნიშვნელობის თამაშებია, ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია ჩვენთვის მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. განსხვავებული თამაშები იყო ოქტომბერში, განსხვავებულად გვეთამაშებოდნენ გუნდები, შედარებით უფრო უკნიდან და ნაკლებ სივრცეს გვაძლევდნენ, ალბათ მსგავსი მოლოდინი გვექნებოდა ამ შეხვედრებშიც, უკრაინასთან თამაშზე ვიტყოდი პირველ რიგში, მაგრამ უკრაინასაც მოსაგები აქვს აუცილებლად და ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ჩვენ ჩვენი სიძლიერეები რაც გვაქვს, აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ მოედანზე, აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ მოედანზე, ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ვნახოთ, იმედია, მოედანზე ამას ყველაფერს ვაჩვენებთ”, – აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი, ოთარ კიტეიშვილი.