“გახარია საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია – თავად „ოცნება“ არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელმაც ქვეყნის ევროპული გზა შეაჩერა

Published:

ანტისახელმწიფოებრივია თავად ივანიშვილის „ოცნება“, რომელმაც ქვეყნის ევროპული გზა შეაჩერა არადემოკრატიული გამოვლინებების გამო. ანტისახელმწიფოებრივია ის, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან სუვერენიტეტის შეზღუდვაზე დუმილს ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „სისტემურად გაყალბებული არჩევნების გამოძიება მოხდეს“.

„წერილის შინაარსი ეხება, როგორც სისტემურად გაყალბებული არჩევნების ფაქტების ჩამონათვალს, ასევე მოთხოვნას, რომ ამას მოჰყვეს შესაბამისი ნაბიჯები დამოუკიდებელი გამოძიების და სხვა მექანიზმების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას იმაზე“, რაც მან საქართველოში ჩაიდინა, არჩევანის თავისუფლება მოჰპარა ქართველ ხალხს.  მიმართვის აზრი არის ის, რომ სისტემურად გაყალბებული არჩევნების გამოძიება მოხდეს და იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ამაზე უარს იტყვის, იყოს სტატუს კვო შენარჩუნებული. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ პროგრესი არის შეჩერებული, მათ შორის დახმარებები და პირდაპირი კონტაქტები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რთული პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, მოვძებნოთ გამოსავალი ისე, რომ არ დაზიანდეს ქართველი ხალხი, უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს საქართველოს მოსახლეობას, პასუხისმგებლობა დაეკისროს უშუალოდ ოლიგარქ ივანიშვილსა და მის თანაგუნდელებს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img