საია სასამართლოს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას თხოვს

Published:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება.

ორგანიზაცია ითხოვს:

  • ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას
  • არჩევნების შედეგების გაუქმებას
  • ხელახალი არჩევნების დანიშვნას

“ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ცესკოს უნდობლობას უცხადებდნენ. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრის, დავით კირთაძის სიტყვით გამოსვლას კი დაპირისპირება მოჰყვა. კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კირთაძემ კალანდარიშვილს საღებავი მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

კალანდარიშვილი ამბობდა, რომ კირთაძის გამოსვლა შემაჯამებელ ოქმს არ უკავშირდებოდა და მან 2-წუთიანი რეგლამენტიც დაარღვია. ამას კომისიის წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კირთაძე წამოდგა და თავისი მაგიდიდან ჭიქა აიღო, საიდანაც შემდეგ კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.

თითქმის 20-იანის შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გიორგი კალანდარიშვილს განახლებულ სხდომაზე მარცხენა თვალი შეხვეული ჰქონდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img