არჩევნების გაყალბების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვები გრძელდება. ამჯერად გაოკითხვაზე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მივიდა.
ოპოზიციონერი ლიდერი ვითარების აბსურდულობაზე საუბრობს. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურამ არჩევნების გაყალბების საქმე თავად გამოიძიოს, ოპოზიციის წარმომადგენლებს იბარებენ.
წარმოუდგენელ, საზარელ მიდგომას მინდა გამოვეხმაურო, როდესაც დილით ადრე ჩვენი თანამებრძოლები, მეგორები დაარბიეს და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ მობილიზებული ამ გაყალბებული, წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციის ფონზე ჩვენ გვიწევს კლავ სასამართლოში სიარული. მე დამირეკა რამდენიმე დღის წინ პროკურორმა და მითხრა, რომ ჩემი განცხადებების საფუძველზე, როდესაც მე ვაცხადებ, რომ გაყალბებულია არჩვენები, ამასთან დაკავშრებით მიბარებენ პროკურატურაში და გუშინ დამირეკა მოსამართლის თანაშემწემ. ზოგადად, ჩემთვის ეს პროცესი არის წარმოუდგენლად აბსურდული, სასაცილო, კომიკური, განსაკუთრებით ომ ფონზე, რასაც ადამიანებს უკეთებენ და მშვიდობიან პროტესტს არღვევენ, იმის მაგივრად, რომ თვითონ გამოიძიონ ეს ყველაფერი, ის მასიური გაყალბება, რომელიც დღეს ჩენ გვაქვს, როცა არ აღიარებს არცერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ არჩევნებს, მე, ოპოზიციის წარმომადგენელს მიბარებენ სასამართლოში. ეს არის სრული აბსურდი, ეს არის გაგრძელება და ერთ-ერთი მახინჯი ფორმა იმ რეჟიმის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე შევასრულე ჩემი ვალდებულება, მოვედი სასამართლოში და ყველაფერს, რაც ვიცი, ვეტყვი მოსამართლეს, თუმცა პროკურატურის და არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის იმედი მე არ მაქვს, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძე პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციას და მოქალაქეებს ვერც პროკურატურით და პოლიციით დააშინებენ და ბრძოლის მნიშვნელოვანი გზა ისევ ქუჩის აქციებზე გავა.
არაფრის გვეშინია, ვერც სასამართლოთი, ვერც პროკურატურით, ვერც პოლიციით ადამიანებს ვერ დააშინებენ. ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ. მე ახლა მაცდენენ, გამაცდინეს, სასამართლოზე მოვედი იმისთის,რ ომ რაღაც აბსურდზე ველაპარაკო. აქედან აუცილებლად მივდივარ აქციაზე, – ამბობს დეკანოიძე.