რეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. სასამართლოს შემჭიდროებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასაწყებად.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ორი კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევას ასაჩივრებს. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.