“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოსახლეობას დღეს 19:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ხოშტარიას განცხადებით, სწორედ ამ დროს გასაჯაროვდება ოპოზიციის გეგმები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
“დილიდან ფაქტობრივად 11 საათიდან უწყვეტი ნაკადია, ადამიანები მოდიან, ხალხი, რომელსაც აქვს პროტესტი, როგორც პოლიციის აბსოლუტურად უღირს საქციელზე, ასევე ესმით თუ რამხელა წინააღმდეგობა სჭირდება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის დაბრუნებას.
აქ ვდგავართ, ფეხს არ მოვიცვლით აქედან. 7 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია და კონკრეტულ სცენარს დღის, საზოგადოებას გავაცნობთ ადგილზე”, – განაცხადა ხოშტარიამ “მთავარ არხთან” საუბრისას.