ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰესბოლამ” ლიბანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა – ისრაელში საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილები, მათ შორის ერთი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია – ინფორმაციას ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
რაკეტების ნამსხვრევების ნაწილი თელ-ავივის უბნებში ჩამოვარდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარიც.
ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ჰესბოლას” თავდასხმას ისრაელის ჩრდილოეთით ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.