“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე – არ ვაძლევთ დაკავების შესაძლებლობას, არ შევდივართ შემხებლობაში, წამოვლენ, გადავადგილდებით

Published:

ლიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი რჩება.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მათ სამოქმედო ტაქტიკა გააცნო.

„არ ვაძლევთ დაკავების შესაძლებლობას. ჩვენ კანონს ვიცავთ სრულად, ისინი არიან კანონდამრღვევები და ჩვენი დაკავების შესაძლებლობას არ ვაძლევთ, არ შევდივართ შემხებლობაში. წამოვლენ, გადავადგილდებით. ეს არის ჩვენი მობილური პროტესტის ამჟამინდელი ტაქტიკა. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მიღწეულია, მელიქიშვილი დაკეტილია. მელიქიშვილი არის ერთ-ერთი ძირითადი კვანძი, საიდანაც რუსთაველზე გადიხარ. ვარაზის ხევი, რომელიც დაკეტილი გვქონდა, ფაქტობრივად, უფუნქციოა, რადგან მხოლოდ ვაკის მიმართულებით შეუძლია მანქანებს გადაადგილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიცია დგას და გვეხმარება დაკეტვაში. შეუძლიათ, დაიშალონ, წავიდნენ და შემდეგ უკვე მოვძებნით ადგილს, სადაც გადავადგილდებით და სადაც წავალთ. თუ დაიშლებიან, ნაკლებად დაიღლებიან, თუ არ დაიშლებიან, დაიღლებიან. ჩვენ არ დავიღლებით, რადგან ჩვენკენ არის სიმართლე. რა თქმა უნდა, ჩვენი პროტესტი არ არის ხანმოკლე, მაგრამ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები, ბევრი რამ ნაფიქრია, ბევრ რამეს ადგილზე კოორდინირებულად ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რათა უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნოთ. უწყვეტი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ღლის სისტემას, გვაძლიერებს ჩვენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img