პაატა მანჯგალაძე – მთავარია შინაარსი და შინაარსი არის უწყვეტი პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით

Published:

თბილისში აქციებზე 100 ათასზე მეტი კაცი გამოსულა, ყოველი მეოთხე ოჯახიდან ერთი კაცი, აქცია კი არა, მთავარია შინაარსი და შინაარსი არის უწყვეტი პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი განგრძობადი იქნება და არ შეწყდება, რადგან დასათმობი არაფერია.

„ჩვენ არც დაგვიმალავს, პროტესტი იქნება განგრძობადი, არ შეწყდება პროტესტი, რადგან დასათმობი არაფერი არ გვაქვს, უნდა დათმოს ხელისუფლებამ მიტაცებული ძალაუფლება. ვინც არჩევნებზე იყო, ყველამ იცის, რომ მთავარი, არჩევნების ფუნდამენტური პრინციპი, ფარულობა იყო დარღვეული. ღია არჩევნებს ვინ ატარებს, აფრიკულ ქვეყნებშიც არ ატარებენ გამჭვირვალე არჩევნებს, ამას ვითხოვთ, რომ პარლამენტს არა აქვს ლეგიტიმაცია და საჭიროა ხელახალი არჩევნები.

ნუ უწყვეტი პროტესტი როცა არის ადამიანების გარკვეული რაოდენობა მიდის-მოდის, სულ ერთი და იგივე ადამიანი არ არის. ყოველ ორ საათში ხდება განახლება და დღის განმავლობაში რომ დათვალო სწორი სტატისტიკით, ალბათ, გამოვა, რომ 30-40 ათასი ადამიანი მოდის სხვადასხვა დროს. უამრავი ადამიანი იდგა აქ, წავიდა სხვები, მოვიდნენ სხვები, ანუ მუდმივი პროცესია, რაღაც კერა არსებობს პროტესტის, ვისაც რა დრო აქვს მაქსიმალურად ცდილობს რომ მოვიდეს. ჩვენ ვიცით აქციები თბილისში 100 000-ზე მეტი კაცი გამოსულა ქუჩაში, თითო ოჯახიდან, ყოველი მეოთხე ოჯახიდან ერთი კაცი იყო გამოსული ხომ, აქცია კი არა მთავარია შინაარსი და შინაარსი არის უწყვეტი პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img