ვაჟა სირაძე – დიდი სირცხვილია, როცა აქციის მონაწილეებიდან კადრულობენ და პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ

Published:

ძალიან დიდი სირცხვილია, როცა აქციის მონაწილეებიდან ისეთ რაღაცას კადრულობენ, რომ პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაჟა სირაძემ განმარტა, რომ აქციაზე დააკავეს ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, შეურაცხყოფა მიაყენეს.

„არაერთხელ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, გავაფრთხილეთ, არღვევდნენ კანონს. ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს სამართალი, კანონი და ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ დროისთვის აქცია მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img