ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

Published:

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა 14 ნოემბერს გამოსცა.

ბაია კვიციანი აღარ არის „ქართული ოცნების“ 170-კაციან საპარლამენტო სიაში, თუმცა ამ სიაში მოხვდა მისი დის ქმარი, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი.

პრემიერის ბრძანებითვე, მინისტრ ალექსანდრე წულაძის მოადგილეები გახდნენ ასევე ანა მღებრიშვილი და გიორგი მოდებაძე.

ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრად 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი“, – თქვა წარდგენის დროს მინისტრმა.

მისი წინამორბედი განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი იყო. მან თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img