U21 – ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება

Published:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

კონტინენტის პირველობა 2025 წლის 11-28 ივლისს სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველოს გარდა, პლეი ოფის გავლით ფინალურ ტურნირზე ჩეხეთისა და ფინეთის ნაკრებებიც გავიდნენ. ევრო 2025-ზე ასევე ითამაშებენ – სლოვაკეთი, დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.

16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ტურნირის წილისყრას 3 დეკემბერს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე პირველად 2023 წელს მასპინძლის სტატუსით ითამაშა. გუნდს მაშინაც რამაზ სვანაძე წვრთნიდა. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ურთულესი ჯგუფიდან კონტინენტის რვა საუკეთესო ნაკრებში მოხვდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img