ქარტული ტურისტული კომპანია, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IBTM World 2024 არის წარმოდგენილი

Published:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, ასევე კერძო კომპანიები მონაწილეობენ.

გამოფენის მნიშვნელობაზე Geogian Bus-ის დირექტორი შალვა ხუციშვილი საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა.

„IBTM World 2024 -ზე სხვადასხვა ქვეყნის ბევრი წარმომადგენელი ჩამოდის და საქართველოს მიმართ ამ გამოფენაზე საკმაოდ დიდია ინტერესია. IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ, რადგან ფრენის კუთხით ახლო ვართ და გვსურს მაქსიმალურად ბევრი ტურისტული მოვიზიდოთ დასავლეთ ევროპიდან. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი ინტერესია: პოლონეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი“, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img