მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირები დროებითი მოთავსების ზოლატორიდან გაათავისუფლეს

Published:

მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. დაკავებულთაგან ერთი პირი დიღმის დროებითი მოთავსების, ხოლო რვა პირი ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა. საპატიმრო დაწესებულებები ყველა მათგანმა დღეს დილით, 48 საათიანი ვადის ამოწურვის შემდგომ დატოვა.

„ყველა დაკავებულ პირს ძირითადად ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. იმ პირებმა, რომლებმაც დაზიანებები დაკავების დროს მიიღეს, უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დაზარალებულის სტატუსი აქვთ”, – განაცხადა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img