ხორვატიიდან დაბრუნდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ახალგაზრდა „ჯვაროსნებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11-დან, 28 ივლისამდე სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ტურნირის წილისყრას 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი – ბრატისლავა უმასპინძლებს.