თსუ-ში პროტესტი გრძელდება – სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში კარვები გაშალეს

Published:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს – ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ. 

თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც და საქართველოს ის მოქალაქეებიც შეუერთდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, თსუ-ს სტუდენტები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ. 

ამასთან, პარალელურ რეჟიმში, პროტესტის კერაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები აუდიტორიებიდან ქუჩებში გავიდნენ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლექტორები ახალგაზრდებს საჯარო ლექციებს უკითხავენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img