23 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები აქციას აანონსებენ

Published:

23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიები საზოგადოებას “გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად” აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img