საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში დაიწყება.
სხდომას კლინიკა “ვივამედიდან” სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ 4 პირს. მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.