“ევროპის პარლამენტი 28 ნოემბერს საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს“ – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
იოზვიაკის თქმით, მთავარია, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია [მთავრობას] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ.
ევროპის პარლამენტი 28 ნოემბერს საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს. მთავარი, რასაც უნდა ველოდოთ არის ის, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია [მთავრობას] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. საუბრობდნენ იმაზეც, დაესწრებოდა თუ არა ზურაბიშვილი სხდომას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა“, – წერს იოზვიაკი.
The European Parliament will pass a non-binding resolution on 🇬🇪 on 28 nov. Key thing to look out for is if the resolution will call for new elections. There were talks about if Zourabichvili would attend the plenary but looks unlikely.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) November 22, 2024