31 წლის დაკარგული ქალიშვილის საძებნელად ლოს-ანჯელესში ჩასული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

Published:

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, 31 წლის დაკარგული ქალის საძებნელად წასული მამა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

რაიან კობაიაში, დაკარგული ჰანა კობაიაშის მამაა, ის ლოს-ანჯელესში გაფრინდა, რათა თავისი ქალიშვილი ეპოვა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში ფრენა გამოტოვა. ის ოჯახს 8 ნოემბერს უნდა შეხვედროდა.

58 წლის მამაკაცის გარდაცვალება ექიმმა დაადასტურა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი ქალიშვილი ჰავაიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა და ლოს-ანჯელესში გადაჯდომა ჰქონდა, თუმცა მან რეისი გამოტოვა. ქალს, რომლის საძებრად წასული მამა გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე ეძებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img