გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

Published:

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მასსადეპუტატო მანდატი შეუწყვიტონ.

როგორც ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ამ საკითხზე კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სხვა ოპოზიციონერებიც იმავეს გააკეთებენ.

„პირადად მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ მექნება. ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე აქ ვარ და აქედან მოგმართავთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img