აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართება

Published:

აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ახლად არჩეული წევრები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე შეიკრიბებიან.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული არიან “ქართული ოცნებიდან” 13, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან” 4, “გახარია-საქართველოსთვის” 2, “კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” 1 და “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” 1 წევრი იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მათ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც არჩევნების გაუქმებას ითხოვენ.

ამასთან, დღეს დილიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას გეგმავენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img