ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან

Published:

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ადასტურებს.

„პრეზიდენტმა დაპირება დადო, რომ დაესწრებოდა არჩევნებში გამარჯვებულის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა ეს. ის და პირველი ლედი შეასრულებენ ამ პირობას და დაესწრებიან ინაუგურაციას. ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების და ხალხის ნების პატივისცემის მნიშვნელოვანი დემონსტრირება, რადგან ჩვენ განვაგრძობთ მოწესრიგებული და ეფექტური გარდამავალი პროცესის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსამსახურის მოადგილემ CNN-თან საუბრისას.

ამასთან, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. ცნობისთვის, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დასწრებია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img