ბორჯომის მერია – ბორჯომში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

Published:

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა.

„თოვლისაგან იწმინდება მაღალმთიანი სოფლები: ტიმოთესუბანი, მზეთამზე, დვირი, საკირე, ტაძრისი და დგვარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img