მიხაილ როთი მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე – საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება

Published:

საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.

„მმართველ პარტიას სრული ძალაუფლება სურს. მას გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს. საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img