დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი. ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა.
არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორემ როგორ არ ვიზამდითო…
ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!
ეგერაა ბატონო მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!“, – წერს ნიკა გვარამია.