პაატა მანჯგალაძე – გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად

Published:

გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, რადგან ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დაზიანება ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძე, განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, „შეგუება დაუშვებელია და ბრძოლა გრძელდება.

„არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ დაასახელა ე.წ. მათი პრეზიდენტობის კანდიდატი.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა – გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, რადგან ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დაზიანება ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების.

ამაზე შეგუება დაუშვებელია. ბრძოლა გრძელდება, ე.წ. ხელისუფლებას ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება აუცილებლად მოუწევს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img