“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ანა დოლიძე – ხალხმა ხმა მოგვცა იმისთვის, რომ რეფორმები გავიტანოთ და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ

Published:

ხალხმა ხმა მოგვცა იმისთვის, რომ რეფორმები გავიტანოთ და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ -რუბიკონი გადალახულია, ჩვენ პარლამენტში მოვალთ გამარჯვებულები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, როდესაც „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ოფიციალურად მიმართა.

როგორც ანა დოლიძემ მანდატების გაუქმებაზე საუბრისას აღნიშნავს, „ვინც ამ ნაბიჯს არ დგამს, იმ პოლიტიკოსმა კარგად უნდა იკითხოს ვის ეხმარება – დამოუკიდებელ საქართველოს, თუ საქართველოში რუსეთის ინტერესებს“.

„ვთქვით, რომ ამ პარლამენტში არ შევალთ, განცხადებები ჩავაბარეთ თვითმარქვია პარლამენტს, რათა გაგვიყვანოს პარლამენტის წევრობის შემადგენლობიდან. რუბიკონი გადალახულია, ხაზი გავლებულია. ჩვენ აქ უნდა მოვბრუნდეთ გამარჯვებულები, აქ უნდა მოვიდეთ არა როგორც პაპუაშვილის ხელის ქალები და ბიჭები, არამედ ხალხი, რომელმაც მიიღო საქართველოს მოსახლეობის ნდობა. ჩვენ ხალხმა ხმა მოგვცა, რათა მოვიდეთ და გავიტანოთ რეფორმები, და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ. სირცხვილია, რაც აქ ხდება.

რუბიკონი გადალახულია, ჩვენ აქ მოვალთ გამარჯვებულები. ვინც ამ ნაბიჯს არ დგამს, იმ პოლიტიკოსმა კარგად იკითხოს ვის ეხმარება: დამოუკიდებელ საქართველოს თუ საქართველოში რუსეთის ინტერესებს; მან გადაწყვიტოს თავისივე გუნდში“,- აღნიშნა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. კერძოდ, პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები, მანდატების დათმობის შესახებ, საქართველოს პარლამენტში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წარადგინეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img