ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წევრებთან შეხვედრა გამართეს

Published:

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წევრებთან შეხვედრა გამართეს.

დავით კირთაძეს, გიორგი სიორიძესა და ანა კობახიძეს პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილე და პროექტის მენეჯერი ესაუბრნენ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირთაძის განცხადებით, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს არჩევნებამდე და არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

“გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. მათ მივაწვდით ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებისა და ცესკოს მხრიდან არჩევნების მიტაცება გამოიწვია. ეს იყო ყველაზე უსამართლო გაუმჭვირვალე არჩევნები” – განაცხადა დავით კირთაძემ.

“ძლიერი საქართველოს” წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები.

“ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ძალადობის წახალისებაში დავდებთ ევროკავშირს ბრალს ეს უბრალოდ სასაცილოდ გამოჩნდება”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img