ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იოზვიაკი წერს, რეზოლუცია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
„ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის“, – წერს იოზვიაკი.
The 🇪🇺 parliament has overwhelmingly (444 for, 72 against, 82 abstentions) passed a non-binding resolution rejecting the result of 🇬🇪 parliamentary elections, calling on the international community to do the same and for the elections to be re-run within a year
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) November 28, 2024