„გაიღვიძე საქართველო“ – ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Published:

„გაიღვიძე საქართველო“ – ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

ლეტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. შეკრებილები კოლეგებს მოუწოდებენ, პროტესტი გამოხატონ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„გუშინ, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.

ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის დაცვის მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ მშვიდობიან პროტესტს მთავრობა სასტიკად გაუსწორდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და ვასწავლოთ უნივერსიტეტში. ამგვარი განვითარების გამო, საფრთხე ემუქრება სასწავლო პროცესს, ყველა ჩვენს გაცვლით პროგრამას, კვლევების მხარდაჭერას და საერთოდ უნივერსიტეტის არსებობას.

ამიტომაც, ვაცხადებ პროტესტს და მიგვაჩნია, რომ ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!

მოვუწოდებთ ყველა პროფესორ-მასწავლებელს შემოუერთდნენ ამ განცხადებას და გამოხატონ პროტესტი! ეს არის ბრძოლა ყველა ჩვენთაგანის საერთო მომავლის დაცვისთვის!

მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიურ საბჭოს, ყველა დეკანს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, გააკეთონ მკაფიო განცხადება და გააპროტესტონ მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის და ყველა სახის ევროპული მხარდაჭერის გაუქმების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი;

ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ლეილა ახვლედიანი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ირაკლი ბარამიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

კახა სურგულაძე, ბსუ-ს პროფესორი;

ნელი ახვლედიანი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ნათია ხარატი, ბსუ-ს მოწვეული ლექტორი;

ცირა კაპანაძე, ბსუ-ს მოწვეული ლექტორი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img