კობახიძე EU-ის ელჩს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და “დიპლომატიური რეაგირებით” იმუქრება

Published:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და “დიპლომატიური რეაგირებით” იმუქრება. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი ბატონი პაველ ჰერჩინსკი, თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.

ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე”, – ამბობს კობახიძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img