მოლდოვა დგას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში, – ამის შესახენ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს.
„ქართველები ევროპელები არიან.
საქართველოს მომავალი ევროპაშია და არავის აქვს უფლება, ეს მათ წაართვას.
მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობით დგას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში“, – წერს მაია სანდუ.
Georgians are Europeans.
— Maia Sandu (@sandumaiamd) November 29, 2024
Georgia’s future lies in Europe, and no one can take that away from them.
Moldova condemns violence against peaceful demonstrators and stands in solidarity with President @Zourabichvili_S and the Georgian people in their fight for freedom.