საია – ყოველდღიურად იჭერენ 40-70 ადამიანს, ამ რაოდენობით საქმეს ვეღარც სასამართლო უმკლავდება

Published:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებიტ, აქციებზე პოლიცია ყოველდღიურად 40-70 ადამიანს აკავებს.

ყოველდღიურად იჭერენ 40-70 ადამიანს. აკავებენ იმათ, ვინც ხელში მოხვდებათ, ვისაც ალყაში აქცევენ. შესაბამისად, დაკავება თვითნებურ ხასიათს ატარებს.

“ამ რაოდენობით საქმეს ვეღარ უმკლავდება ვეღარც სასამართლო. მართალია, მოსამართლეები ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებენ, თუმცა, ამის მენეჯმენტიც დროს მოითხოვს. ამიტომ, 2 დღის წინ დაკავებულების ნაწილი, რომელთაც ამოეწურათ დაკავების 48 საათიანი ვადა, დღეს ისე გამოუშვეს, სასამართლოში აღარ გადაიყვანეს. როგორც ჩანს, მათი სასამართლო პროცესები უახლოეს პერიოდში არ იქნება”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img