აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში საპოლიციო მოქმედებები დასრულდა. სამართალდამცავებმა დოდი ხარხელის საცხოვრებელი სახლიდან კონკრეტული ნივთები წაიღეს.
საპოლიციო ძალების წარმომადგემლებმა საცხოვრებელი კორპუსი უკვე დატოვეს.
ისინი ადგილზე შეკრებილებმა შეძახილებებით გააცილეს. მოქალაქეები სკანდირებდნენ: „მონებო“.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“.