საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმელების ნარკოტიკული ზემოქმედების შესახებ აცხადებს. France Inter-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.
პრეზიდენტის თქმით, მათ გარკვეულ ნივთიერებებს ურიგებენ, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს.
“დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომლებიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა. მათ ურიგებენ ამფეტამინს, თუ არ ვიცი, რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ რომ უკვე მეხუთე დღეა ეს გრძელდება.
ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს”, – თქვა პრეზიდენტმა.