ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ სტაბილურია.
კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ხარაიშვილის ინფორმაციით, პაციენტი ისევ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება.
„უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია. თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.