გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პირველი არხის ოპერატორს, ბესო გაფრინდაშვილს ძვლოვანი პათოლოგია არ აღენიშნება და რეკომენდაციით ბინაზე გაეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალაიშვილი ავრცელებს.
მისივე ცნობით, პაციენტს დაზიანებულ ფალანგებზე რბილი ნახვევი დაედო.
პაციენტი შემოვიდა ჩივილებით ტკივილი მარჯვენა მტევნის მესამე – მეოთხე საფრჩხილე ფალანგის არეში, მისი გადმოცემით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პიროტექნიკა მოხვდა მარჯვენა მტევანში და აქედან მიიღო დაზიანება. ჩატარებული იქნა რენტგენოლოგიური კვლევები, ძვლოვანი პათოლოგია ნანახი არ იქნა, ასევე პაციენტი კონსულტირებული იქნა ტრავმატოლოგების მიერ, დაედო რბილი ნახვევი ფალანგებზე და რეკომენდაციით გაეწერა ბინაზე.