ლუქსენბურგი უკრაინის Nato-ში გაწევრიანების წინააღმდეგია

Published:

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა. იუწყება Spiegel

ამის შესახებ მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

ბეტელმა აღნიშნა, რომ იგი არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების იდეას და თავის პოზიციას ახალი კონფლიქტების დაუყოვნებელი წარმოშობის რისკით ხსნის.

მიმაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანება კვლავ დაძაბულობას გამოიწვევს“, – თქვა მან.

ამავე დროს, ბეტელმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირის წევრის პერსპექტივის მიმართ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img