პოლიცია პარტია „დროას“, “ახლების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში შევიდა. სამართალდამცავებმა ოფისში გარკვეული ნივთები დალუქეს.
„კოალიციას ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს განუმარტა, რომ ხალხი ბოლომდე იბრძოლებს და მსგავსი ტიპის ნივთებს ყოველდღე იყიდიან.
„წესრიგს კი არ იცავთ, ადამიანებს ურტყამთ, დევნით, იტაცებთ. ყველაფერი, რაც აქ არის თქვენ შესაწუხებლად არის, პირდაპირ გეუბნებით! აღწერეთ და შეგიძლიათ დაიზეპიროთ. პიროტექნიკა, საღებავები ყველაფერი არის პროტესტისთვის. ბენზინი არის გენერატორისთვის. პიროტექნიკა არის იმისთვის, რომ ვისროლოთ“, – განუცხადა ხოშტარიამ პოლიციას.
თავად პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ხოშტარიას ასე უპასუხა:„პასუხს მიიღებთ შესაბამისს, როგორსაც დაიმსახურებთ!“
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები ასევე იმყოფებოდნენ პარტია „ახლების“და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისებში და ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში.