საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა

Published:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია, რაც “რადიო თავისუფლებას” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში დაუდასტურეს 4 დეკემბერს.

გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, დღეს დილით, გვიმრაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში.

„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, – დაწერა გვიმრაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img