შსს – 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე 22 პირია დაკავებული

Published:

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. 28 ნოემბრიდან თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img