ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მისი მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას პოლიციელებმა მუცელში არაერთხელ ჩაარტყეს, რის შედეგადაც, სუნთქვის უკმარისობის გამო, იგი რამდენიმე წამით გაითიშა.
„მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით ის გაითიშა, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობს“, – უთხრა საძაგლიშვილმა „მთავარ არხს“.
საძაგლიშვილი ასევე ამბობს, რომ გვარამიამ „შემთხვევით მოკრა ყური პოლიციელების საუბარს“, საიდანაც გაიგო, რომ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებითაც დემონსტრანტებს ხშირად აკავებენ.
საძაგლიშვილის თქმით, სასამართლო 48 საათში უნდა გაიმართოს.
გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ – ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.
4 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს გვარამიას პარტიის წევრი, ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი