4 ოპოზიციური პარტია – ვმუშაობთ აქციაზე დაზარალებულებისა და მოძალადეების რეესტრის შექმნაზე 

Published:

ოთხი ოპოზიციური პარტია – კოალიცია ცვლილებისთვის; ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა; ძლიერი საქართველო და გახარია-საქართველოსთვისც აცხადებს, რომ აქციაზე დაზარალებულებისა და მოძალადეების რეესტრის შექმნაზე მუშაობენ.

“ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც ყველა მტკიცებულების აღწერით, თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე დეტალურად იქნება დოკუმენტირებული. ამ მასალებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ყველა მოძალადის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ისინი ვერსად გაექცევიან. არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც დაზარალებულების სახელით საქმეებს არ წავიღებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოძალადემ პასუხი უმკაცრესად აგოს. ასევე, ვიზუნებთ იმაზე, რომ მოქალაქეებს სწრაფი და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება ჰქონდეთ იმისთვის, რომ თვითმარქვია, არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან ზეწოლას გაუმკლავდნენ”. – თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ აღნიშნული რეესტრის შინაარსზე ისაუბრა. 

“ეს გულისხმობს არა მხოლოდ დაზარალებულთა რეესტრს, თუ რა სახის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, არამედ იმ პირების რეესტრს, ვინც ეს ჩაიდინა”, – თქვა თენგო თევზაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img