საშიშია, როცა ხოცვა-ჟლეტვაზე თვალის დახუჭვა ვინმესთვის ნორმაა და ამის დაგმობისთვის სამსახურს კარგავ, – ასე ეხმიანება ანო მაისურაძე, მისი ქმრის, ნიკო ნანიტაშვილის POSTV-დან გათავისუფლებას.
მასიურაძე კულტურის სამინისტროს მაღლაჩინოსნის, მანანა ბერიკაშვილის შვილია.
„საშიშია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც სასიკვდილოდ გიმეტებენ და მერე ამას უმეცარი სახეებით აპრავებენ.
საშიშია, როცა ამ ხოცვა-ჟლეტვაზე თვალის დახუჭვა ვინმესთვის ნორმაა და ამის დაგმობისთვის სამსახურს კარგავ.
სისხლიანი 9 წლის შემდეგ მოსული ხელისუფლება რომ ამ ზომამდე მიიყვანს ხალხს, კიდევ უფრო დიდი უნიჭობა, უგუნურება და ბოროტებაა!
მადლობა ყველა ჩვენი დროის გმირს, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას
Niko Nanitashvili!”- წერს მაისურაძე.
მანამდე აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევა დაგმო ნიკო ნანიტაშვილმა, რის შემდეგ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.